ჩოგბურთი

21:25 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენჟამინ ბალერეტმა ფინალი უბრძოლველად მოიგო

 

თელავში დასრულდა მეორე საერთაშორისო ტურნირი ვაჟთა შორის, რომელიც ჩერნოგორიელმა ბენჟამინ ბალერეტმა მოიგო. ფინალში, ბალერეტის მეტოქე ხორვატი ანდროიჩი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ უკანასკნელმა, წელის ტრავმის გამო, ფინალში მონაწილეობა ვერ მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბალერეტმა ფინალი უბრძოლველად მოიგო და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ თელავში, ერთმანეთის მიყოლებით, ვაჟთა ორი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. თითოეული მათგანის საპრიზო ფონდი 15 ათასი ამერიკული დოლარი იყო. პირველი ტურნირი ტონი ანდროიჩმა მოიგო. ხორვატს მეორე ტურნირის მოგების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელი წელის ტრავმამ შეუშალა. სამწუხაროდ, ქართველმა მეჩოგნეებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს.

0.123346