ფეხბურთი

12:15 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი: “წავაგეთ, მაგრამ მომავალი ჩვენია”

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “არსენალთან” სტუმრად წაგების (0:2) მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ ნეაპოლური კლუბი უმთავრეს საკლუბო ტურნირზე თავის რეალურ ძალას მომავალ შეხვედრებში დაამტკიცებს.

“ლონდონური შეხვედრა ჩვენთვის ისე ცუდად დაიწყო, უარესს ვერც კი ვიფიქრებდით. როდესაც “არსენალთან” მატჩის დებიუტშივე ორბურთიანი სხვაობით აგებ, სიტუაციის გამოსწორება წარმოუდგენლად ძნელია. მეორე ტაიმი ცოტა უკეთესად კი ჩავატარეთ, მაგრამ ეს მიზნის მისაღწევად არ გვეყო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჯგუფში ჩვენ სიტყვას მაინც ვიტყვით” – ციტირებს ბენიტესის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

 

0.131715