ფეხბურთი

11:43 | 19.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი: “რომას” ვაჯობეთ, მაგრამ...

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა, იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში “რომასთან” წაგების (0:2) შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თამაშის სცენარი საბოლოო შედეგზე არ აისახა. სპეციალისტის აზრით, მისი გუნდი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. თამაშის ბედი კი თერთმეტმეტრიანის დანიშვნამ გადაწყვიტა.

“მატჩის პირველი ოცი წუთი მძიმე გამოდგა ჩვენთვის. ტაიმის დარჩენილ დროში კი მოწინააღმდეგეს აშკარად ვაჯობეთ. შესვენების შემდეგაც სრულად ვაკონტროლებდით თამაშს, მაგრამ პენალტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დაწინაურებულმა რომაელებმა უკან დაიხიეს და შედეგიანი შეტევების განხორციელება გაგვიჭირდა. საგოლე მომენტები მაინც შევქმენით. ერთხელ ბურთი ძელსაც გავარტყით, მაგრამ ფორტუნა ჩვენს მხარეს არ იყო – ციტირებს ბენიტესის სიტყვებს Football Italia.

0.121248