“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი მიიჩნევს, რომ მის გუნდს სკუდეტოსთვის ბრძოლა არ შეუძლია, რადგან “იუვენტუსი” წინ დიდი სხვაობითაა გაჭრილი.
“არა მგონია ჩემპიონობის მოგება შეგვეძლოს. თუმცა, სხვა ბევრი რამ შეგვიძლია.
ბევრი მიმართულებით პროგრესირება შეგვიძლია. ჩვენი ამჟამინდელი მიზანი “რომასთან” მიახლოებაა.” – განაცხადა ბენიტესმა Onda Cero-სთან საუბრისას.
“ნაპოლი”, ამჟამად, სერია A-ში მე-3 ადგილს იკავებს. ნეაპოლელები “რომას” 4 და “იუვენტუსს” 13 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო “ფიორენტინას” 3 ქულით უსწრებენ.