იტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი აცხადებს, რომ ევროპის ლიგა მისი გუნდისთვის მეორეხარისხოვანი ტურნირი არაა.
ევროპის ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, “ნაპოლიმ” “პორტუსთან” 0:1 წააგო. განმეორებითი შეხვედრა ხუთშაბათს, ნეაპოლში გაიმართება.
“პორტუსთან” მატჩისთვის კარგად ვართ მომზადებულები. საჭიროა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ, რადგან ეს თამაში, ჩვენთვის, ფინალის ტოლფასია.
ყოველ 3-4 დღეში თამაში ადვილი არაა, მაგრამ შევეცდებით მაქსიმუმი ვაჩვენოთ, რადგან ევროპის ლიგა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა.” – აცხადებს რაფაელ ბენიტესი.