თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს 73-ე ჩემპიონატის პირველ ლიგას მამაკაცთა შორის 4 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. დავით ბენიძემ (2510) თეთრი ფიგურებით ალექსანდრე ყაშაშვილი (2356) დაამარცხა და თავი 3.5 ქულას მოუყარა.
ბენიძეს ერთბაშად 9 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება: გიგა ყუფარაძე (2515), ნინო ხურციძე (2452), ივერი ჭიღლაძე (2369), ირაკლი ბერაძე (2379), დავით ლომსაძე (2345), სოფიო გვეტაძე (2319), ირაკლი კელეპტრიშვილი (1969), ზურაბ ჯავახაძე (2451), გაბრიელ ბეჭვაია (1852).
მე-5 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ყუფარაძე-ბენიძე, ხურციძე-კელეპტრიშვილი, ლომსაძე-ჯავახაძე, ბერაძე-გვეტაძე, ბეჭვაია-ჭიღლაძე.
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 4 საგზურისთვის ბრძოლაში 40 მოჭადრაკე ჩაება. მონაწილეები ერთმანეთს შვეიცარული სისტემით 9 ტურად ეჯიბრებიან, ტურნირი კი 23 დეკემბრამდე გასტანს.