ფეხბურთი

12:29 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბენფიკას” კაპიტანი დაუბრუნდა

 

ლისაბონის “ბენფიკას” კაპიტანმა ლუიზაუმ ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ A Bola-ა იუწყება.

კუნთის პრობლემების გამო, “არწივების” 32 წლის მცველმა “ჟილ ვისენტესთან”, “ბორდოსთან” და “გიმარაეშთან” მატჩები გამოტოვა. სადღეისოდ, ლუიზაუ 100%-ით ჯანმრთელია და მინდორზე სრული მატჩის ჩატარება შეუძლია. სავარაუდოდ, ლისაბონელთა სამწვრთნელო შტაბი ბრაზილიელს უახლოეს მატჩშივე ანდობს სასტარტო შემადგენლობაში ადგილს.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ლუიზაუმ “ბენფიკას” მაისურით მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა და გოლით გამოირჩა.

0.117681