ფეხბურთი

13:16 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბენფიკამ” ჯეფერსონი უარყო

“ბენფიკას” წარმომადგენელმა ბრაზილიაში ფრანსისკუ ოლივეირამ უარყო სამხრეთამერიკული სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ლისაბონური კლუბის ხელმძღვანელობა “ბოტაფოგოსა” და ბრაზილიის ნაკრების 31 წლის მეკარის ჯეფერსონის შეძენითაა დაინტერესებული.

“ამჟამად პორტუგალიაში ვარ და გერმანელი მეკარის თაობაზე ვაწარმოებ მოლაპარაკებას – ციტირებს Lancenet-ი  ოლივეირას სიტყვებს – ჯეფერსონის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია კი სიცრუეა. როდესაც ამაზე დაიწერა, “ბოტაფოგოდან” დამიკავშირდნენ და მკითხეს, სიმართლე იყო თუ არა. ვუთხარი, რომ შეეძლოთ მშვიდად ყოფილიყვნენ. ჯეფერსონი ჩვენს გეგმებში არ შედის”.

0.114979