ლონდონის “არსენალის” ფორვარდ ნიკლას ბენდტნერს წონის დაკლება მოუწევს იმისთვის, რომ სამწვრთნელო შტაბის ნდობა დაიბრუნოს. Goal-ის ცნობით, დანიელ თავდამსხმელს 4 კილოგრამის დაკლება მოუწევს.
“ვესტ ბრომვიჩთან” ინგლისის თასის მატჩის წინ, ლონდონელთა სამედიცინო შტაბმა ბენდტნერი დეტალურად შეამოწმა და ზედმეტი კილოგრამების მოშორება მკაცრად მოსთხოვა. ამრიგად, ბენდტნერი წონის დასაკლებად სპორტდარბაზში კვირაში 8-ჯერ ივარჯიშებს.
“არსენალის” სამედიცინო შტაბის განცხადებით, თუკი ბენდტნერი 4 კილოგრამს არ მოიშორებს, პრემიერლიგაში თამაშის შანსი არ მიეცემა.