ფეხბურთი

21:15 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენდტნერი: “წასვლა მინდა”

“არსენალის” დანიელი თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი ადასტურებს, რომ მას ლონდონური გუნდიდან წასვლა სურს, რაც მისი სათამაშო დროის სიმწირის გათვალისწინებით გასაკვირი ნამდვილად არაა.

“არსენალიდან” წასვლა მინდა. ვნახოთ, ეს ზამთარში მოხდება, თუ მოცდა მომიწევს.

წასვლის გადაწყვეტილება სპორტული ფაქტორების გათვალისწინებით მივიღე. ფინანსური მხარე ნაკლებად მაინტერესებს.” – ციტირებს ბენდტნერის სიტყვებს Goal-ი.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ნიკლას ბენდტნერმა მოედანზე მხოლოდ 29 წუთი დაჰყო. ცოტა ხნის წინათ, მას დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის გამოცვლა ურჩია.

0.119616