ლონდონის “არსენალის” დანიელ თავდამსხმელ ნიკლას ბენდტნერს, უკვე ერთი კვირაა, გუნდთან ერთად არ უვაჯიშია. მიზეზი ტრავმაა და არა შემადგენლობაში ვერმოხვედრის გამო ფეხბურთელის პროტესტი, როგორც რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე ბრიტანული გამოცემა იუწყებოდა.
დანიური სააგენტოების ცნობით, ბენდტნერმა აგვისტოს ბოლოს საზარდულის მსუბუქი ოპერაცია გაიკეთა და ვარჯიშს უახლოეს მომავალში განაახლებს.
შეგახსენებთ, 25 წლის ფორვარდი, ჯერ კიდევ გასული სეზონის მიწურულს აცხადებდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე “არსენალის” დატოვებას აპირებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.