ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი უახლოეს დღეებში შეიძლება გერმანული “აინტრახტის” მოთამაშე გახდეს. გერმანული სპორტული გამოცემები ინფორმაციას დანიელი ფეხბურთელის აგენტზე დაყრდნობით ავრცელებენ.
“მოსალოდნელი სატრანსფერო გარიგების დეტალებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ დაგიდასტურებთ, რომ ფრანკფურტიდან ახლახან დავბრუნდი. მოლაპარაკებას წერტილი უახლოეს დღეებში დაესმება”, – განაცხადა ბენდტნერის აგენტმა.