კიევის ,,დინამოს’’ ნახევარმცველი იუნეს ბელჰანდა ინგლისის პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს. ,,ბეინ სპორტისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში “მონპელიეს” ყოფილმა ფეხბურთელმა ამჟამინდელ კლუბზე დადებითად ისაუბრა და რომელიმე ინგლისურ კლუბში მოხვედრის იმედი გამოთქვა.
,,ზაფხულში კონტრაქტის გაფორმებაზე სხვა კლუბები არ დამკავშირებიან, მხოლოდ კიევის ,,დინამოს’’ პრეზიდენტმა გამოთქვა ჩემთან შეხვედრის სურვილი, მონაკოში შევხვდით, ვისაუბრეთ, მომეწონა მისი შემოთავაზება და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დავთანმდი’’.
,,თავდაპირველად გარემოსთან ადაპტირება გამიჭირდა, მე ხომ 10 წლის განმავლობაში ერთ გუნდში ვთამაშობდი, აქ განსხვავებული გარემოა, სხვა კულტურის ხალხი, თუმცა ამჟამად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ კიევში ყოფნით, რთულმა პერიოდმა გაიარა’’_აღნიშნა ბელჰანდამ.
,,კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა თავიდანვე გამთამაშებლის პოზიციაზე დამაყენა, ამისთვის გადმომიყვანეს და როგორც თავად ჩვენი დამრიგებელი ამბობს, გუნდისთვის ეს სეზონი გასულთან შედარებით უფრო წარმატებული გამოდგება’’.
,,იმედი მაქვს, ოდესმე ამიხდება ოცნება და პრემიერლიგის კლუბში მოვხვდები, სამწუხაროდ, კარიერა ინგლისში ვერ გავაგრძელე, თუმცა ვნახოთ, რა იქნება მომავალში”, _ განაცხადა იუნესმა.
გასულ სეზონში ბელჰანდას სახელს ისეთ ინგლისურ კლუბებს უკავშირებდნენ, როგორიცაა “მანჩესტერ ,,იუნაიტედი’’, ლონდონის ,,არსენალი’’ და ,,ტოტენჰემი’’, ასევე ბირმინგემის ,,ასტონ ვილა’’, თუმცა მან კარიერა უკრაინაში განაგრძო.
დიმიტრი შარიქაძე