პოპულარული არგენტინელი მოდელი ბელენ როდრიგესი, რომელსაც არაერთ არგენტინელ სპორტსმენთან ჰქონია რომანი, დღეს როგორც ამბობს, ქარცეცხლიანი ცხოვრებისაგან ისვენებს და სრულიად მარტო ცხოვრობს, ქალაქ სანტა-ფესთან ახლოს მდებარე ვილაში.
ამასწინათ, არგენტინელი ჟურნალისტები ბელენ როდრიგესმა კუთვნილ ვილაში მიიღო და მეტად საინტერესო თემებზე ესაუბრა. როგორც მოდელი ირწმუნება, საზოგადოების თვალთახედვის არედან მისი ბოლოდროინდელი გაუჩინარების მიზეზი, ვინმეზე განაწყენება არ ყოფილა. თურმე, როდრიგესი საზოგადოებამ ძალიან დაღალა და სწორედ ამიტომ ცხოვრობს განცალკევებით.
არგენტინელმა მოდელმა, ფეხბურთელ ხუან რომან რიკელმეზე ისაუბრა, რომელიც მის ყოფილ საყვარლებს შორის გამოარჩია და თქვა, რომ რიკელმე ყველაზე კარგი ადამიანია, ვისაც კი აქამდე შეხვედრია. ბელენ როდრიგესის განცხადებით, სულ მალე, ახალი შემართებით, დასვენებული დაუბრუნდება გლამურულ ცხოვრებას და ისევ იმას გააკეთებს, რაც აქამდე ყველაზე კარგად გამოსდიოდა...