ინტერვიუები

15:12 | 4.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსის ნაკრები: კისლიაკი რთულ მატჩს ელის, ტრუბილო ქართველებს თბილად იხსენებს

ბელარუსის ეროვნულ გუნდში ალექსანდრ გლების ნაცვლად გამოძახებულმა სერგეი კისლიაკმა, რომელიც “კრასნოდარში” გამოდის, ინტერნეტ-გამოცემა goals.by-სთან საუბარში განაცხადა, რომ ქართველ თანაგუნდელებთან (ალექსანდრე ამისულაშვილი, ნუკრი რევიშვილი) მომავალ სანაკრებო დაპირისპირებაზე ბევრი არ უსაუბრია.
- “კრასნოდარში” ორი ქართველი თამაშობს. მომავალ სანაკრებო მატჩზე თუ ესაუბრე?
- ცოტა ხანს ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ მალე ერთმანეთს სანაკრებო დონეზე დავუპირისპიდებით. მეტი არაფერი. განსაკუთრებულად ერთმანეთი არ “გაგვიღიზიანებია”. ყველაფერი ნორმალურადაა.
- ქართველი თანაგუნდელების მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოები მოგისმენია?
- არა, მსგავსი რამ არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ამ ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ბევრი მათგანი ძალიან სერიოზულ კლუბში თამაშობს. მწვრთნელიც კარგი ჰყავთ. მახსოვს, როდესაც მინსკის “დინამო” “ანორთოსისს” შეხვდა, ის თამაშობდა. ძნელი იქნება. განსაკუთრებით საქართველოში. იქ ხომ ფეხბურთი უყვართ. ალბათ, ტრიბუნებზე ბევრი ხალხი შეიკრიბება.
ბელარუსთა კიდევ ერთი ფეხბურთელის, ვიტალი ტრუბილოს თქმით, ქართველები მასში მხოლოდ დადებით ემოციას იწვევენ.
- საქართველო თქვენში რასთან ასოცირდება?
- ღვინოსთან. ვერ ვიტყვი, რომ ის ძალიან მიყვარს, მაგრამ დიდი ხანია, ეს პროდუქტი ხარისხთან ასოცირდება. გარდა ამისა, საქართველო მთებთან ასოცირდება. ბავშობაში ქართველებთან ვმეგობრობდი. ჩემთვის ძნელია, ქართველების მიმართ უარყოფითად განვეწყო.

 

ლაშა თაბაგარი
 

0.115499