საქართველოში დაბრუნდა საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბელა ხოტენაშვილი, რომელმაც გუშინ შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში დასრულებული გრან-პრის პირველი საერთაშორისო ტურნირი მოიგო.
“მსოფლიო სპორტთან” საუბარში ხოტენაშვილმა განაცხადა, რომ ამ წარმატებას ის მის ოჯახს, საქართველოსა და გულშემატკივრებს უძღვნის.