ვეტერანმა გერმანელმა ჩოგბურთელმა ბორის ბეკერმა, ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში, მიუნხენის “ბაიერნის” სპორტული დირექტორის, მატიას ზამერის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
შეგახსენებთ, ზამერმა ბუნდესლიგაში “ბაიერნის” მიერ “ჰანოვერის” 2:0 ძლევის შემდეგ, ხოსეპ გვარდიოლას გუნდის უსახური თამაში გააკრიტიკა, რის გამოც, ბავარიული კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესიც კი გააღიზიანა.
“მატიას ზამერი იმას ამბობს, რასაც სხვებიც ფიქრობენ, მაგრამ თქმას ვერ ბედავენ. “ბაიერნში” იმისთვის არ მოსულა, რომ ყველაფერზე თვალი დახუჭოს. ეს პირდაპირობა და სამართლიანობა კი, სამწუხაროდ ბევრს არ მოსწონს”, – განაცხადა ბეკერმა.