ფეხბურთი

11:00 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერმა კროოსის “რეალი” დაადასტურა

 

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ტონი კროოსი უახლოეს მომავალში მადრიდის “რეალთან” გააფორმებს კონტრაქტს. ინფორმაცია, რომელიც გერმანულმა გამოცემებმა ბოლო დროს რამდენიმეჯერ გაავრცელეს, უკვე ბავავრიული კლუბის საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმაც დაუდასტურა.

“კროოსი მსოფლიოს კლასის ფეხბურთელია და სამწუხაროა, რომ მას ვკარგავთ. რა საკვირველია, პროფესიონალებს დიდი ამბიციებიც აქვთ და მადრიდის “რეალის” სახელით თამაშის შანსს ასე ადვილად ხელიდან არ უშვებენ” – განაცხადა ბეკენბაუერმა.

ტონი კროოსმა მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე 6 თამაში ჩაატარა და თავი 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.119302