მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა გერმანელ ჟურნალისტებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფავორიტებზე ისაუბრა. კაიზერ ფრანცის აზრით, მომავალ მუნდიალზე განსაკუთრებით ძლიერად თავს სამხრეთამერიკული ნაკრებები წარმოაჩენენ.
“მსოფლიოს ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკაში ტარდება და რა თქმა უნდა, ამ კონტინენტის წარმომადგენლები გამორჩეულად მოტივირებულები იქნებიან. რაც შეეხებათ ევროპელებს, მათგან გერმანიას და ესპანეთს გამოვარჩევ. ვფიქრობ, რეალურად მხოლოდ ამ ორ ნაკრებს შესწევს ძალა, ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტულისთვის შეებრძოლოს” – განაცხადა ბეკენბაუერმა.