ბაქოს “ნეფთჩის” პრეზიდენტის მრჩეველი და გუნდის ყოფილი მწვრთნელი ბეიუკაღა გაჯიევი რომ კახა ცხადაძეს ხშირად აკრიტიკებს, ეს კარგა ხანია ცნობილია. გაჯიევმა ბაქოს “ინტერის” ქართველ მწვრთნელზე თქვა, უჯობს, საქართველოში დაბრუნდესო, თუმცა არც შექება დავიწყებია.
“მუდამ ვამბობდი, რომ ცხადაძე კარგი მწვრთნელია, თუმცა ზოგჯერ თავის ემოციებს ვერ ფარავს. მისი ფილოსოფია, მოგების საშუალებას აღარ იძლევა. ცხადაძეს დასვენება სჭირდება და საქართველოში უნდა დაბრუნდეს, ბევრი რამ გააანალიზოს”.
“ინტერს” აზერბაიჯანის ჩემპიონატში, 7 ტურში მხოლოდ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.