ფეხბურთი

14:16 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეინსი ერთი თვე დაისვენებს

ლივერპულის “ევერტონის” მცველმა ლეიტონ ბეინსმა მერსისაიდული დერბის დროს ტრავმა მიიღო.

The Guardian-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელისთვის საბედისწერო “ლივერპულის” ნახევარმცველ ჯორდან ჰენდერსონთან შეჯახება აღმოჩნდა, რის შემდეგაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.

ბეინსმა “გუდისონ პარკი” კოჭლობით დატოვა. სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ფეხის თითის მოტეხილობა დაუდგინდა.

წინასწარი მონაცემებით, მას დაახლოებით ერთთვიანი მკურნალობის კურსის ჩატარება მოუწევს. დღეს მას სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაუტარდება და მისი დაბრუნების ზუსტი ვადებიც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

0.133419