ფეხბურთი

11:13 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეილმა ვარჯიში განაახლა

 

მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა გარეტ ბეილმა ტრავმა მოიშუშა და თავის გუნდს უახლოეს მატჩშივე დაეხმარება. ამის შესახებ “სამეფო კლუბის” ოფიციალური საიტი იუწყება.

24 წლის უელსელი უკვე გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობს. მადრიდელთა სამწვრთნელო შტაბი მოედანზე მის გაყვანას “ატლეტიკოსთან” კოპა დელ რეის მატჩში გეგმავს. მადრიდული დერბი ოთხშაბათს შედგება.

ცნობისათვის, პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, ბეილმა 14 მათჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლითა და 7 საგოლე პასით გამოირჩა.

0.118915