ფეხბურთი

10:49 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილმა დებიუტი გოლით აღნიშნა

 

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. დიდი ინტერესს იწვევდა უდანაკარგო "ვილიარეალისა" და "რეალის" დაპირისპირება. მადრიდელთა რიგებში პირველი შეხვედრა ჩაატარა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა გარეტ ბეილმა. უელსელმა სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა _ 39-ე წუთზე კარვახალი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, კარისკენ გამჭოლი გადაცემა ბეილს გაუკეთა  და ამ უკანასკნელმაც ვარდნაში ანგარიში 1:1 გახადა. მატჩში ანგარიში კი კანიმ გახსნა. ესპანელმა "რეალის" საჯარიმოში შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და ლოპესს შანსი არ დაუტოვა. 64-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ - ბენზემას დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე შესანიშნავი იყო კრიშტიანუ რონალდუ. 6 წუთშივე დოს სანტოსმა ლოპესის მიერ მოგერიებულ ბურთს ძლიერად დაარტყა და "ყვითელ წყალქვეშა ნავად" წოდებული გუნდი მარცხისგან იხსნა. ამ მატჩამდე მეტოქეები 3-3 მოგებით მოდიოდნენ და პირველი ფრე მიითვალეს.

"რეალისგან" განსხვავებით, "ბარსელონამ" სამი ქულის მოპოვება შეძლო, თუმცა ტატა მარტინოს შეგირდებს დასუსტებულ "სევიალისთან" აშკარად გაუჭირდათ. შეხვედრაში ანგარიში 36-ე წუთზე ალვეშმა თავური დარტყმით გახსნა. ზუსტად 40 წუთში ლიონელ მესიმ ნეიმარის გადაცემით მასპინძლები ორი ბურთით დააწინაურა. 4 წუთში კატალონელთა გულშემატკივრების ნერვიულობა დაიწყო _ ვიტოლომ ბუსკეტსს ბურთი მოპარა, საჯარიმოში შეიჭრა და რაკიტიჩს დაუგორა, ბალკანელმაც არ დაახანა და ესპანელს გადაცემა დაუფასა. 90-ე წუთზე რაკიტიჩმა საგოლე გადაცემაც მიითვალა: სერბის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი მორენომ ძირსდაუშვებლად გადაგზავნა კარში და ანგარიში საყაიმო გახადა. მსაჯის მიერ კომპიენსირებული მესამე წუთი უკვე ამოწურული იყო, როდესაც მესი ანდალუსიელთა საჯარიმოში ორ ფეხბურთელს გაცდა და კარისკენ გაკეთებული გადაცემა ბეტომ მოიგერია, თუმცა დასწრებაზე ალექსის სანჩესმა იყოჩაღა და კატალონიელები დაკარგული ქულებისგან იხსნა. "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატში 100%-იანი შედეგი აქვს.

ვალენსიაში ადგილობრივ "ლევანტესა" და "სოსიედადს" შორის მატჩი ფრედ 0:0 დამთავრდა. სახიფათო მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა.

კატალონელთა მსგავსად 100%-იანი შედეგი აქვს მადრიდის "ატლეტიკოსაც". ალმერიასთან მატჩში ანგარიში მე-15 წუთზე დავიდ ვილიამ გახსნა. 37 წუთზე დიეგო კოშტამ პენალტი ზუსტად გამოიყენა და მასპინძლები ორი ბურთით დააწინაურა. სამ წუთშივე რიოსმა მადრიდელთა საჯარიმოში შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 64-ე და 67-ე წუთებზე  ტიაგომ და კოკემ "ატლეტიკო" სამი ბურთით დააწინაურა და აშკარა გახდა მასპინძლები სამ ქულას მოიპოვებდნენ. შეხვედრის ბოლო წუთზე "ალმერიას" ნახევარმცველმა ვიდალმა მატჩის საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა.

  ატლეტიკო _ ალმერია 4:2 (2:1)

მადრიდი. "ვისენტე კალდერონი". 42 000

ატლეტიკო: კურტოისი, ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ტიაგო, გაბი, კოკე (ტორესი 70), გარსია (ადიანი 72), კოშტა, ვილია (თურანი 67).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე 

ალმერია: ესტებანი, კრისტიანი, ტრუილო, პელერანო (სილვა 45), რაფიტა, ტებარი (კორონა 67), ვერზა, სუსო, სორიანო (ბარბოსა 69), ვიდალი, რიოსი. 

მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი 

მსაჯი: გონსალეს გონსალესი

გოლები: 1:0 ვილია (15), 2:0 კოშტა (37), 3:1 ტიაგო (64), 4:1 კოკე (67) _ 2:1 რიოსი (40), 4:2 ვიდალი (90) 

გაფრთხილება: ფელიპე (45+1), გარსია (54) _ ტრუილო (10), პელერანო (36), ტებარი (53), სუსო (87)

კარში დარტყმა: 20 (8) - 7 (2) ჯარიმა: 15 - 17 კუთხური: 8 - 1 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 0 - 4

ლევანტე _ სოსიედადი 0:0 (0:0)

ვალენსია. "სიუდად დე ვალენსია". 14 122

ლევანტე: ნავასი, ხუანფრანი, ნავარო, როდასი, ვინტრა, ელ ადოუა (დიავარა 46 _ ნონგი 79), დიოპი, ხუმეტრა, პინტო, რიოსი, ბარალი (ინანშიცი 46) 

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

სოსიედადი: ბრავო, დე ლა ბელა, ესტრადა, გონსალესი, გორკა, გრანერო (პარდო 89), გრიეზმანი (სეფეროვიჩი 66), მარტინეზი, პრიეტო, ველა (კასტრო 86), ზურუტუზა. 

მწვრთნელი: იაგობა არასატე

მსაჯი: იგლესიას პრიეტო 

გაფრთხილება: ვინტრა (37), როდასი (64) _ გონსალესი (81) 

კარში დარტყმა: 13 (5) - 13 (3) ჯარიმა: 16 - 12 კუთხური: 5 - 1 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 62.5% - 37.5% სეივი: 3 - 5

ბარსელონა _ სევილია 3:2 (1:0)

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 79 000

ბარსელონა: ვალდესი, ალბა (ადრიანო 15), მასკერანო, პიკე, ალვეში, ინიესტა (ფაბრეგასი 74), ბუსკეტსი, ხავი, ნეიმარი, ტელო (სანჩესი 63), მესი. 

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო 

სევილია: ბეტო, მორენო, კალა, ნავარო, ალბერტო, ქრისტოფორო (მარინი 69), მბია (ტროხოვსკი 58), სამპერიო (რაბელო 84), რაკიტიჩი, ვიტოლო, გამეირო.   

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: მუნის ფერნანდესი

გოლები: 1:0 ალვეში (36), 2:0 მესი (76), 2:1 რაკიტიჩი (80), 2:2 მორენო (90), 3:2 სანჩესი (90+4)

გაფრთხილება: ვიტოლო (9), მბია (31), სამპერიო (35), კოკე (50), კალა (65)

კარში დარტყმა: 19 (10) - 7 (2) ჯარიმა: 12 - 17 კუთხური: 6 - 9 თამაშგარე: 0 - 0 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 0 - 7

ვილიარეალი _ რეალი 2:2 (1:1)

ვილიარეალი. "ელ _ მადრიგალი". 23 852

ვილიარეალი: ასენიო, გასპარი, მუსაჩიო, დორადო, კოსტა, ტრიგუეროსი (პინა 71), სორიანო, დოს სანტოსი (პერეზი 75), კანი, აკინო, პერეირა (უჩე 65). 

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი

რეალი: ლოპესი, კარვახალი, პეპე, რამოსი, ნაჩო, ილარამენდი (ილარამენდი 62), მოდრიჩი, ბეილი (დი მარია 61), ისკო, რონალდუ, ბენზემა (მორატა 73).

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: ფერნანდო ტეიშეირა ვიტენესი

გოლი: 1:0 კანი (21), 1:1 ბეილი (39), 1:2 რონალდუ (64), 2:2 დოს სანტოსი (70).

გაფრთხილება: აკინო (3), პინა (78) _ ნაჩო (37), რამოსი (57), მორატა (77)

კარში დარტყმა: 19 (9) - 20 (6) ჯარიმა: 14 - 13 კუთხური: 10 - 3 თამაშგარე: 6 - 5 ბურთის ფლობა: 42% - 3458% სეივი: 4 - 7

 

1.         ბარსელონა 4     4      0      0       14:4       12     
2. ატლეტიკო 4 4 0 0 14:4 12
3. ვილიარეალი 4 3 1 0 10:5 10
4. რეალი 4 3 1 0 8:4 10
5. ბილბაო 3 2 0 1 5:4 6
6. ესპანიოლი 3 1 2 0 5:3 5
7. სელტა 3 1 2 0 5:4 5
8. სოსიედადი 4 1 2 1 4:3 5
9. ლევანტე 4 1 2 1 2:8 5
10. გრანადა 3 1 1 1 3:3 4
11. ვილიადოლიდი 3 1 0 2 3:4 3
12. ვალენსია 3 1 0 2 4:6 3
13. რაიო 3 1 0 2 4:7 3
14. ალმერია 4 0 2 2 8:11 2
15. სევილია 4 0 2 2 5:8 2
16. ელჩე 3 0 2 1 3:6 2
17. მალაგა 3 0 1 2 2:4 1
18. ბეტისი 3 0 1 2 2:4 1
19. ხეტაფე 3 0 1 2 2:5 1
20. ოსასუნა 3 0 0 3 1:7 0


გიორგი ბალახაძე

0.177315