ფრანგული “პარი სენ–ჟერმენი” ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველის – გარეტ ბეილის შეძენას გეგმავს და ამისათვის, ძალზე სოლიდური თანხა აქვს გამოყოფილი. Daily Mail-ის ცნობით, პარიზელები უელსელის სანაცვლოდ 85 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან და თუ ეს ტრანსფერი გაიჩარხება, ახალი რეკორდის მოწმენი გავხდებით.
სადღეისოდ, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც მადრიდის “რეალმა” “მანჩესტერ იუნაიტედისგან” 80 მილიონი გირვანქა სტერლინგად შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ პსჟ “ტოტენჰემის” თავკაც ანდრე ვილაშ-ბოაშსაც იწვევს.