მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი “სელტასთან” გასამართი მატჩის განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ ჯერ კიდევ არაა გარკვეული, ვიხილავთ თუ არა მას მოედანზე.
ბეილი 2014 წელს ტრავმით შეხვდა, თუმცა ბოლო 2 დღის განმავლობაში ის სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. “რეალის” მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თქმით, უელსელს პრობლემები არ აქვს, მაგრამ მას სათანადო ფორმაში შესვლა სჭირდება.
“ბეილი განაცხადში იქნება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაა, ითამაშებს თუ არა. გარეთი მიმდინარე კვირაში ვარჯიშობდა, მას ყველაფერი რიგზე აქვს, არანაირი პრობლემა არაა. თუმცა, შესაძლოა, ცოტაც მოვიცადოთ და ფეხბურთელის ოპტიმალურ ფომრაში შესვლას დაველოდოთ.” – აცხადებს კარლო ანჩელოტი.
“რეალი” და “სელტა” ერთმანეთს ხვალ, მადრიდში დაუპირისპირდებიან.