ფეხბურთი

15:22 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილის აგენტებმა 12 მილიონი მიიღეს

საფეხბურთო აგენტების კომპანიამ – Stellar Group-მა გარეტ ბეილის ტრანსფერიდან 12 მილიონი ევრო გამოიმუშავა. Goal-ის ცნობით, მადრიდის “რეალი” სწორედ ამ კომპანიის დახმარებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს ლონდონის “ტოტენჰემთან” და 24 წლის უელსელთან.

საქმე ისაა, რომ ბეილის პირადი აგენტი, რომელიც ფეხბურთელთან 16 წლის ასაკიდან მუშაობს, ხსენებული კომპანიის წევრია. Stellar Group-ი “რეალისგან” ბეილის წლიური ხელფასის 5%-ს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია კაცთა და ქალთა ფეხბურთის 500 მოთამაშეს ემსახურება.

 

0.135141