ფეხბურთი

12:51 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: “ვიცი, რომ თავიდანვე სასტარტოში ვერ ვითამაშებ”

მადრიდის “რეალის” ახალწვეული გარეტ ბეილი შეგუებულია იმ აზრს, რომ ასეთი დონის კლუბში თავიდანვე სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდება. 24 წლის უელსელი “სამეფო კლუბში” დებიუტს მოუთმენლად ელის.

“მცირე ტრავმა მქონდა, მაგრამ უკანასკნელი დღეებია, თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ეროვნული ნაკრების განკარგულებაში ვარ. ჯერ უელსს დავეხმარები, შემდეგ კი, “რეალის” ბანაკში დავბრუნდები. “ვილიარეალთან” მატჩი? თამაში ძალიან მინდა, მაგრამ “რეალში” ახალწვეულები თავიდანვე ვერ თამაშობენ. საწყის ეტაპზე, ბევრს ვიმუშავებ და მწვრთნელისთვის ჩემი შესაძლებლობების დემონსტრირებას ვეცდები, შემდეგ კი, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. სიმართლე გითხრათ, დებიუტს მოუთმენლად ველი”, - უთხრა ბეილმა ESPN-ს.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” უელსელი ლონდონის “ტოტენჰემისგან”, 100 მილიონ ევროდ შეიძინა.

 

0.140582