მადრიდის “რეალის” ახალწვეული გარეტ ბეილი საფეხბურთო მოედანს გაურკვეველი ვადით დაემშვიდობა. “სამეფო კლუბის” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, 24 წლის უელსელს მუხლქვეშა მყესის ტრავმა აქვს.
ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილ ვარსკვლავს დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შემდეგაც, ექიმებმა ფეხბურთელს უახლოეს მატჩებში თამაში აუკრძალეს.
პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი უახლოეს დღეებს ექიმების დაკვირვების ქვეშ გაატარებს. მისი გამოჯანმრთელების ვადები ცნობილი მოგვიანებით გახდება.