ფეხბურთი

14:03 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: “ტოტენჰემის” პრეზიდენტი დანაპირებს არ ასრულებს”

“ტოტენჰემის” ნახევარმცველ გარეთ ბეილს კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელება რომ სურს, ამის შესახებ ევროპული გამოცემები ბოლო დღეებში აქტიურად წერენ. “სამეფო კლუბის” მაისურის მორგების სურვილი უელსელმა ფეხბურთელმა უკვე ოფიციალური კომენტარებით დააფიქსირა. გუშინ კი ბეილი “ტოტენჰემის” პრეზიდენტ დენიელ ლევის პირისპირ შეხვდა და მასაც იგივე უთხრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებთან ლევის მიერ ერთი წლის წინ მიცემული პირობის შეუსრულებლობის შესახებ ისაუბრა.

“კლუბის პრეზიდენტს გავახსენე 2012-2013 წლის სეზონის დაწყებისას მოცემული პირობა, რომლის მიხედვითაც იგი მზად იყო, სხვა გუნდში გავეშვი, თუ “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებდა. ლიგაში ვერ გავედით, დენიელ ლევიმ კი თავისი სიტყვები დაივიწყა. მას პირდაპირ ვურჩიე, მადრიდელებთან სატრანსფერო მოლაპარაკება დაიწყოს. “მანჩესტერ იუნაიტედი” და სხვა გუნდები არ მაინტერესებს, “რეალში” თამაში მინდა”, – თქვა გარეთ ბეილმა.


0.141176