მოლაპარაკებები “ტოტენჰემსა” და “რეალს” შორის ბეილის მადრიდში გადაბარგების თაობაზე დასკვნით ფაზაში შედის. ამის შესახებ, ესპანური “marka” იტყობინება. 24 წლის უელსელი “რეალთან” 6 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც, სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს. მადრიდელთა შემადგენლობაში იგი 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. სატრანსფერო თანხა კი, ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო - 116 მილიონი ევრო იქნება.
გასულ სეზონში ბეილმა ინგლისის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. 2012–2013 წლების სეზონში, ნახევარმცველი პრემიერლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ იქნა აღიარებული, აგრეთვე გახდა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტების ვერსიით.