ფეხბურთი

20:31 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი თბილისში ვერ ითამაშებს

ლონდონის “ტოტენჰემის” ლიდერი გარეთ ბეილი თბილისის “დინამოსა” და “ტოტენჰემს” შორის ევროპის ლიგაზე გასამართ პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ბეილი პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრას დააკლდებოდა. BBC-ს ცნობით, უელსელის მდგომარეობა კიდევ უფრო ცუდადაა და ის მოედანზე უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ვერ გავა.

22 აგვისტოს, “ტოტენჰემი” თბილისს ეწვევა და “დინამოს” ევროპის ლიგის ფლეი ოფის პირველ მატჩში დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში, ლონდონელებს უელსელი ვარსკვლავი არ ეყოლებათ. დიდი ალბათობით, ბეილი გამოჯანმრთელებას ვერც 29 აგვისტოს გასამართი განმეორებითი მატჩისთვის მოასწრებს. მისი დაბრუნება 1 სექტემბერს, “არსენალის” წინააღმდეგ გასამართ ლონდონურ დერბიში იგეგმება.

0.120624