ფეხბურთი

14:19 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი სადებიუტო სეზონით კმაყოფილია

 

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა გარეტ ბეილმა ახალ კლუბში თავისი სადებიუტო სეზონის შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, უელსელმა თავისი თანაგუნდელის – კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც გააკეთა კომენტარი.

“ვფიქრობ, მადრიდში გადადგმული პირველი ნაბიჯები კარგი გამომივიდა. რონალდუ? ის დიდ დახმარებას მიწევდა იმაში, რომ ადაპტაცია სწრაფად გამევლო და გუნდის წარმატებაში წვლილი შემეტანა. რონალდუ კარგი ადამიანია, რომელიც გუნდისთვის სწორ გზას ეძებს. კრიშტიანუ დიდი ფეხბურთელია და მისი თანაგუნდელობა ძალიან სასიამოვნოა”, - განუცხადა ბეილმა ესპანურ მედიას.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, “რეალმა” ბეილი ლონდონის “ტოტენჰემისგან” 100 მილიონ ევროდ შეიძინა.

0.114953