მადრიდის “რეალის” ახალწვეული გარეტ ბეილი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. “სამეფო კლუბის” “ტვიტერის” ოფიციალური გვერდი იუწყება, რომ უელსელი მადრიდული დერბისთვის 100%-ით მზად იქნება.
მოგეხსენებათ, მარცხენა ფეხზე დისკომფორტის გამო, ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილმა ფეხბურთელმა “ხეტაფესთან” მატჩი გამოტოვა და იყო საფრთხე, რომ ვერც “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ითამაშებდა.
ცნობისათვის, მადრიდული დერბი შაბათს ჩატარდება.