ლონდონის “ტოტენჰემის” უელსელი გარემარბი გარეთ ბეილი, ინგლისის ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტების ასოციაციამ, პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ამის შესახებ, ინგლისური მედია იუწყება.
წლეულს, ბეილი ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარა. ამრიგად, უელსესი მე-14 ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ჯილდო როგორც ჟურნალისტებისგან, ასევე, მოთამაშეთა პროფკავშირიდან ერგო.
მიმდინარე სეზონში, მან პრემიერლიგაში 29 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა, თან 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.