ფეხბურთი

20:50 | 12.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: "იმედია, ძირითადში ადგილს მალე დავიკავებ"

 

მადრიდის "რეალის" ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა გარეტ ბეილმა, მადრიდელთა ახალი მაისურის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. "რეალის" ფეხბურთელები, ნარინჯისფერი მაისურებით, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებს ჩაატარებენ. უელსელმა ახალ გუნდში პირველი ვარჯიში ოთხშაბათს ჩაატარა და შაბათს, "ვილიარეალის" წინააღმდეგ, სადებიუტო მატჩს ელოდება.

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ერთი კვირის განმავლობაში უელსის ნაკრებთან ერთად ვვარჯიშობდი. კარლო ანჩელოტი მიესალმა გუნდში ჩემს მოსვლას და იმედია, ძირითადში ადგილს მალევე დავიკავებ. ორი დღეა, რაც კლუბთან ერთად ვარ, აქ ძალიან მეგობრულად დამხვდნენ და ვისურვებდი აქ დიდხანს დავრჩე. ვესაუბრე კარლო ანჩელოტის, ის ჩემში 100% პროცენტითაა დარწმუნებული. კლუბს ძალიან კარგი სათამაშო სტილი აქვს და ბევრს ვმუშაობ. "რეალის" გულშემატკივრებს ყოველთვის უნდათ გუნდმა ყველა ტურნირის ყველა მატჩი მოიგოს და ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა".

გიორგი ბალახაძე 

 

0.115432