ფეხბურთი

11:53 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: “იმედია, ასე გავაგრძელებ”

 

“სევილიასთან” წარმატებული მატჩის შემდეგ (7:3), მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა გარეტ ბეილმა თავისი ემოციები კლუბის ოფიციალურ საიტს გაუზიარა. 24 წლის უელსელს იმედი აქვს, რომ მომავალშიც ასეთივე შედეგიან თამაშს აჩვენებს.

“თავს მთელი მატჩის განმავლობაში კარგად ვგრძნობდი. 100%-ით მზად მაინც არ ვარ და ძველი კონდიციების დასაბრუნებლად მუხჩაუხრელად ვმუშაობ. პროგრესი ჩემი მიზანია და ბევრი ვარჯიში მმართებს. ბრწყინვალე საღამო გამოვიდა. დუბლი შევასრულე, რამაც თავდაჯერება შემმატა. იმედია, მომავალშიც ასე გავაგრძელებ. 3 ქულის აღება მახარებს. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ამდენი გოლი გავუშვით, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა”, - განაცხადა ბეილმა.

შეგახსენებთ, რომ “სევილიასთან” მატჩში ბეილმა დუბლი შეასრულა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

 

0.114282