ფეხბურთი

21:05 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი ევროპის ჩემპიონატს უმიზნებს

მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი აცხადებს, რომ მისი მიზანი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშია.

“ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე თამაში გვინდა. ვფიქრობ, დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ყველაფერი გვაქვს.

ძალიან გვინდა გულშემატკივრები გავახაროთ. უელსს დიდი მომავალი აქვს. ევრო 2016 – ეს ჩვენი მიზანია.” – ციტირებს გარეთ ბეილის სიტყვებს თჰე Gუარდიან-ი.

შეგახსენებთ, რომ უელსს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. 2016 წელს, ტურნირის მონაწილე გუნდების რაოდენობა თექვსმეტიდან 24-მდე იზრდება და უელსელებსაც მიზნის მიღწევის მეტი შანსი ექნებათ.

0.135812