ფეხბურთი

12:24 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: “ამაყი ვარ”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი გარეთ ბეილი “სამეფო კლუბში” ნათამაშები პირველი მატჩით აღფრთოვანებულია. უელსელი გუშინ, “ვილიარეალის” წინააღმდეგ მატჩში “რეალის” სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 39-ე წუთზე თავი გოლით გამოიჩინა. შეხვედრა კი ფრედ 2:2 დასრულდა.

“ძალიან ამაყი ვარ, რომ სადებიუტო თამაშშივე გავიტანე. მართალია ჯერ მხოლოდ 60 წუთი მომეცა, მაგრამ ნელ-ნელა საუკეთესო კონდიციამდეც მივალ. ერთადერთი, რამაც გული დამწყვიტა, მატჩის საბოლოო შედეგია. ახლა სამშაბათს და ჩემპიონთა ლიგის სტამბოლურ შეხვედრას ველი “გალათასარაისთან” – განაცხადა გარეთ ბეილმა.

0.117808