ფეხბურთი

13:55 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი 91 მილიონადაა დაზღვეული

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ თუკი გარეტ ბეილი კარიერას ტრავმის გამო დაასრულებს, კლუბი 91 მილიონ ევროს მიიღებს. ფიფას ოფიციალური საიტის ცნობით, 24 წლის უელსელი სწორედ ამ ფასადაა დაზღვეული.

“რასაც ბეილზე ამბობენ, სიმართლე არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ინფორმაციას ოფიციალურად დავადასტურებდით. ბეილი შაბათს თამაშს გეგმავს. როგორც ცნობილია, მას პრობლემები სეზონისწინა შეკრების არასათანადო გავლის გამო აქვს. სადღეისოდ, გარეტი სრულ წესრიგშია”, - განაცხადა პერესმა.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” ბეილი გასულ სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “ტოტენჰემისგან” შეიძინა.

 

0.11815