"ნაპოლის" შვეიცარიელი ნახევარმცველი ვალონ ბეჰრამი ახალ სეზონს "ჰამბურგის" მაისურით შეხვდება. sport mediaset-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა გერმანულ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც გააფორმებს.
აღნიშნული წყაროს მტკიცებით, ნახევარმცველის ტრანსფერი გერმანელებს 4.5 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ამ თანხაში ბონუსებიც შედის, იმ შემთხვევაში თუ ბეჰრამი 2014/15 წლების სეზონში 20 თამაშზე მეტს ჩაატარებს. ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია, "ჰამბურგის" ოფიციალურ ვებგვერდს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
მოგეხსენებათ, ბეჰრამისადმი ინტერესს მილანის "ინტერიც" იჩენდა, თუმცა "ნაპოლიმ" მიღებული წინადადება უარყო.
გასულ სეზონში შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ნეაპოლელთა რიგებში 33 მატჩი ჩაატარა.
გიორგი ბალახაძე