ფეხბურთი

14:50 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილს თამაში მომდევნო ტურიდან შეუძლია

22 წლის ქართველი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი უკვე კარგა ხანია, ბოლნისის "სიონში" ვარჯიშობს, თუმცა აქამდე თამაშის უფლება არ ჰქონდა. საქმე ისაა, რომ გათავისუფლების ფურცელი არ ჩამოდიოდა ლვოვის "კარპატიდან".

დაგვიანებით, მაგრამ მაინც ჩამოვიდა ფურცელი და ბეგლარიშვილი თამაშს მომავალი ტურიდან შესძლებს.

როგორც იცით, ზაქარია ბოლო წლებში ტალინის "ფლორაში" თამაშობდა, ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ამ ზამთარს კი ლვოვის "კარპატიში" მისი გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა ბოლოს მხოლოდ დუბლებში თამაში შესთავაზეს, რაზეც ფეხბურთელმა უარი თქვა.

 

0.134601