ტალინის “ფლორაში” დაბრუნების შემდეგ, ზაქარია ბეგლარიშვილმა პირველად ორი დღის წინ, შვედეთის აიკ-თან ამხანაგურ მატჩში ითამაშა.
23 წლის ბეგლარიშვილი “ფლორაში” 3 წლის განმავლობაში თამაშობდა და 73 მატჩში 34 გოლი გაიტანა. მან ორჯერ ესტონეთის ჩემპიონობა მოიგო და ამდენჯერვე ქვეყნის თასს დაეუფლა.
ერთი პერიოდი ქართველი ნახევარმცველი “ფლორას” დაშორდა, მაგრამ სასურველი გუნდი ვერ იპოვნა და სექტემბერში კვლავ ესტონურ კლუბს მიაშურა, რომელთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2014 წლის დადგომამდე მას “ფლორას” შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩებში თამაშის უფლება არ ჰქონდა.
აიკ-თან ამხანაგური შეხვედრა ტალინელებმა 3:4 წააგეს. ბეგლარიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე წელს, ეს მატჩი “ფლორასთვის” ბოლო იყო.