ფეხბურთი

23:30 | 2.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილმა ესტონეთი გამარჯვებით დაიწყო

ესტონეთის საფეხბურთო მეისტრილიგა (უმაღლესი ლიგა) გამარჯვებით დაიწყო ტალინის “ფლორამ”, სადაც ზაქარია ბეგლარიშვილი გამოდის. ტალინელებმა სტუმრად “ლოკომოტივი” დაამარცხეს, ხოლო ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, “ფლორამ” სუპერთასი მოიპოვა და გადამწყვეტი გოლი ბეგლარიშვილმა გაიტანა.

სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) “მოროკა სვალოუვსმა”, რომლის ღირსებასაც გიორგი ნერგაძე იცავს, სტუმრად “მარიტცბურგთან” 0:1 წააგო. ნერგაძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “მოროკას” 23 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-9 ადგილზეა.

საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) 22-ე ტურში, “ლუზენაკი” გასვლაზე “რედ სტართან” 2:4 დამარცხდა. სტუმრებში მარცხენა მცველმა ამირან სანაიამ პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. “ლუზენაკი” 42 ქულით 18 გუნდში მეორეა.

 

0.113854