ფეხბურთი

15:11 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილი "ფლორაში" დაბრუნდა

ქართველი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი ტალინის "ფლორაში" დაბრუნდა. როგორც იცით, ბეგლარიშვილი 3 წლის განმავლობაში თამაშობდა ამ კლუბში და უდავოდ საუკეთესოც იყო: 73 მატჩში 34 გოლი გაიტანა, 2-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, 2-ჯერ თასის მფლობელი და 2-ჯერ სუპერთასის.

23 წლის ბეგლარიშვილმა ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ტალინის კლუბთან, რომელიც ამჟამად მეოთხე ადგილზეა ჩემპიონატში. ფიფას კანონით, მას 2014 წლის იანვრამდე არ შეუძლია ჩემპიონატში თამაში. უბრალოდ, გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

"ზაქას" დამატება ძალიან კარგია იმ სქემისთვის, რომლითაც ჩვენ ვთამაშობთ. მოკლე პასები, ბურთის ფლობა... ის შემოქმედებითი სტილის ფეხბურთელია და აშკარად გაგვაძლიერებს" – განაცხადა "ფლორას" მწვრთნელმა ნორბერტ ჰურტმა.

 

0.124085