ფეხბურთი

14:59 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილი 10-გუნდიანი ტურნირის ბომბარდირი გახდა

ესტონეთში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა 10-გუნდიანი ტურნირი. თითო მატჩი 20-წუთიანი იყო. ჩემპიონი გახდა ტალინის “ფლორა”, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში 4:1 სძლია “კალევს” და აქედან 3 გოლი ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა. 23 წლის ქართველი შემტევი მთლიანად ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 9 გოლით.

ბეგლარიშვილი 2010 წელს გადავიდა “ფლორაში” და 2-ჯერ გახდა ესტონეთის ჩემპიონი, 2-ჯერ თასი მოიგო და ასევე 2-ჯერ სუპერთასი. გასულ წელს მისი არყოფნა ძალიან დააკლდა “ფლორას” და მეოთხე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.

0.130475