თამაშგარე

11:05 | 4.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბედით უკმაყოფილო მარადონა

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, არგენტინელი დიეგო არმანდო მარადონას თქმით, ცხოვრებაში ყველაზე მეტად გული იმაზე სწყდება, რომ განგებამ ვაჟიშვილი არ მისცა და შესაბამისად არ ჰქონია იმის ბედნიერება, რომ შვილი ფეხბურთელად საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ გაეზარდა.
როგორც იცით, მარადონას ორი ქალიშვილი ჰყავს (ნეაპოლში ვაჟიშვილი კი ჰყავს, მაგრამ იმ ბიჭს მარადონა შვილად არ აღიარებს) და ამჟამად ორივე გათხოვილია. დიეგოს ერთ-ერთი შვილიშვილი კი აშკარად ამჟღავნებს ფეხბურთისადმი მიდრეკილებებს. საუბარია დიეგოს ქალიშვილისა და ფეხბურთელ სერხიო აგუეროს შვილზე, რომელსაც მშობლებმა ორი დიდი ფეხბურთელის, ლეო მესისა და დიეგო მარადონას სახელი დაარქვეს.
დიეგო-ლეო აგუერო საკმაოდ ნიჭიერი ბავშვია და ყველა ამბობს, რომ მისგან აუცილებლად დადგება კარგი ფეხბურთელი. თუმცა, მარადონას გული სტკივა, რომ ქალიშვილი და სიძე შვილიშვილის თავის გუნებაზე აღზრდის საშუალებას არ აძლევენ. მარადონა სწორედ ამიტომ მისტირის ბედს, რომელმაც ვაჟიშვილი არ მისცა.  

 

1.88622