ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “არსენალის” 28 წლის მცველი ტომას ვერმალენი კარიერას კატალონიის “ბარსელონაში” განაგრძობს.
BBC-ს ცნობით, “ბარსა” “არსენალს” 15 მილიონ ფუნტს გადაუხდის, ხოლო ფეხბურთელთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ივარაუდება, რომ ბელგიელი ცენტრალური მცველი კატალონიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.