ფეხბურთი

23:11 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ბაზელს" სოუზა ჩაიბარებს

შვეიცარიულმა "ბაზელმა" პორტუგალიელ სპეციალისტ პაულო სოუზასთან შეთანხმებას მიაღწია და 43 წლის მწვრთნელი კლუბს სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

"ბაზელი", ყოფილი მწვრთნელის მურატ იაკინის შემცვლელთან კონტრაქტს ორშაბათს ოფიციალურად გააფორმებს.

პაულო სოუზამ მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ინგლისური ქპრ ჩაიბარა. მას შემდეგ პორტუგალიელი "სუონსის", "ლესტერს", უნგრულ "ვიდეოტონს" და თელავივის "მაკაბის" წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობისას სოუზა ტურინის "იუვენტუსის" და დორტმუნდის "ბორუსიას" მაისურით ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა. ამპლუით ნახევარმცველი "ბენფიკას", "სპორტინგის", "ინტერის", "პარმას", "პანათინაიკოსის" და "ესპანიოლის" ღირსებასაც იცავდა.

გიორგი ბალახაძე

0.124287