ნიონში, უეფას ევროპის ლიგის 1/2-ფინალისტები დაწყვილდნენ. კენჭისყრაში მონაწილეობა ჰოლანდიელმა ფორვარდმა რუდ ვან ნისტელროიმ მიიღო და გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა:
“ფენერბახჩე” – “ბენფიკა”;
“ბაზელი” – “ჩელსი”.
ამგვარად, “ტოტენჰემის” გამოთიშვის შემდეგ, “ბაზელს” კიდევ ერთ ლონდონურ კლუბთან მოუწევს ჭიდილი.
ევროპის ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩები 25 აპრილს ჩატარდება, საპასუხო – 2 მაისს.