14-წლამდე ასაკობრივი კატეგორიის საქართველოს ჩემპიონატში გოგონებში 5.5-5.5 ქულით დალი ნანეიშვილი (1516) და თეა ჭოლაძე (1624) დაწინაურდნენ.
იგივე ასაკის ბიჭებშიც საკმაოდ დაძაბული სატურნირო სიტუაციაა. ასევე 5.5-5.5 ქულით პირველობას საბა ამირიძე (1732), გიორგი თავზარაშვილი (1550) და ნიკოლოზ ცომაია (1762) ლიდერობენ.
8-წლამდე ბიჭებში პირველი მარცხი განიცადა ერთპიროვნულმა ლიდერმა საბა ლომსაძემ. მან თემურ კვიკვინიასთან წააგო და და მეწინავეობაც დაუთმო. ამრიგად, პირველ ადგილზე 6.0 ქულით კვიკვინია გადავიდა. ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ და II-IV ადგილებს ინაწილებენ: ლომსაძე, დავით სიბაშვილი და ლევან დალბაშვილი.
ერთპიროვნული ლიდერი ჰყავთ ამავე ასაკის გოგონებსაც. მე-7 ტურში გამარჯვებით თამარ თასოშვილი დაწინაურდა 6.0 ქულით. ქულით ნაკლები აქვთ ლილე გუმბერიძესა და სალომე ბეიტრიშვილს.